როგორ შევხვდეთ ახალ წელს სრულყოფილად, ზედმეტი ხარჯების გარეშე? (R)
ახალი წელი ყველასთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი დღესასწაულია, რომელსაც დიდი და პატარა მოუთმენლად ელის. თვალის მომჭრელი დეკორაციები, ნაძვის ხე, ფერადი ნათურები და გემრიელი სუფრა ამ დღესასწაულის განუყრელი ნაწილია. დეკემბრის პირველივე რიცხვებიდან იწყება სამზადისი, ყველა ცდილობს, ჰქონდეს საუკეთესოდ მორთული ლამაზი ნაძვის ხე და გაფორმებული ინტერიერი თუ ექსტერიერი, საახალწლო ნობათით დატვირთული გემრიელი სუფრა.

წლიდან წლამდე იცვლება დეკორაციების დიზაინი, რომელთა თვალისმომჭრელი სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს. მათი ხელმისაწვდომობა აქამდე პრობლემა იყო, თუმცა ონლაინ პლატფორმების განვითარებამ ეს პრობლემა მოაგვარა - ქართულ ბაზარზე არსებობს ისეთი მაღაზიები, სადაც შესაძლებელია სადღესასწაულო დეკორაციისა თუ სუფრის სრულყოფილებისათვის საჭირო ნივთების შეძენა, მაგალითად ინტერნეტ მაღაზია ისურვე, რომელმაც ქართველი მომხმარებლის სიყვარული მისაღები ფასებითა და პირობებით დაიმსახურა, ისურვე მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტსა და შენაძენის უსასყიდლოდ ტრანსპორტირებას ქვეყნის ნებისმიერ სოფელსა და ქალაქში სთავაზობს.

გარდა დეკორაციებისა, ახალი წელი დღესასწაულებს შორის გამორჩეულია სუფრის მრავალფეროვნებით, რომელიც დიასახლისებისათვის, უდავოდ, დამღლელია, სხვადასხვა გემრიელი კერძის მომზადება დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, თუმცა ტექნოლოგიური პროგრესი სამზარეულოში ტრიალს უფრო და უფრო ამარტივებს. ტექნიკის, წვრილმანი ხელსაწყოების, (მაგ.: ტოლმის მოსახვევი, საახალწლო ნამცხვრის ფორმები, ხინკლის მოსახვევი,) და უამრავი სხვა საჭირო ნივთის შეძენა ონლაინ მაღაზია ისურვეში არის შესაძლებელი.


| Print |