რა არის სიფონი? - იდეალი (R)
რა არის სიფონი?

კითხვაზე, თუ რა არის სიფონი, პასუხი შემდეგია: სიფონი საცხოვრებელი სახლის სადრენაჟო სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, რომელიც საკანალიზაციო სისტემასთანაა კავშირში. მისი დანიშნულებაა გაატაროს წყალი, რომელმაც უკვე გაიარა ფილტრში, ონკანსა თუ წყლის გამტარ სხვა მოწყობილობაში. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ სიფონი საკანალიზაციო სისტემას გაჭედვისგან იცავს.

სიფონი და მისი სახესხვაობები


● ჩასაწოლი აბაზანის სიფონი

აბაზანისთვის განკუთვნილი სიფონი ორი მილისგან შედგება, ესენია სანიაღვრე და გადინების მილები. ეს მილები ერთმანეთს რაღაც მომენტში უერთდება და ერთ მილად გარდაიქმნება, რისი მეშვეობითაც წყალი კანალიზაციაში ჩაედინება. იმისათვის რომ სისტემა აეწყოს, ჩასაწოლი აბაზანის კედელზე არის ნახვრეტი, რომელსაც "გადინება" ეწოდება და ემსახურება იმას, რომ აბაზანიდან წყალი არ გადმოვიდეს.

გარდა ამისა, არსებობს ისეთი სასარგებლო პროდუქტიც, როგორიცაა სიფონი ავტომატური გადინების ფუნქციით. მისი დახმარებით, შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ დახუროთ სანიაღვრე არხი იმისათვის, რომ აბაზანა წყლით აივსოს, ან პირიქით, გახსნათ, როცა მისი დაცლა გსურთ.

● საშხაპე უჯრის სიფონი


საშხაპე უჯრის სიფონის დანიშნულება წყლის კარგად გადინებაა. საშხაპე უჯრის სიფონს, ხშირად, მოიხსენიებენ როგორც ტრაპს. აბაზანის უჯრის სიფონის დამონტაჟებისას, გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო მცირეა მისი სიმაღლე, მით უკეთესად გაედინება წყალი. როგორც წესი, ტრაპის სიმაღლე 8-დან 20-სანტიმეტრამდე მერყეობს.

● ხელსაბანი ნიჟარის სიფონი


ხელსაბანი ნიჟარისთვის განკუთვნილი სიფონი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. შესაბამისად, ერთმანეთისაგან გასნხვავებულია მათი ფორმა, ზომა და დასახელებები. მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია:

- მილისებრი სიფონი

მილისებრი სიფონი შეიძლება იყოს ინგლისური S-ის ან U-ს ფორმის მოხრილი მილი. მსგავსი სიფონი ძალიან კომფორტული მოსახმარია, ვინაიდან მილის მუხლში რაიმე წვრილი ნივთის ან არასასრუველი ნარჩენების მოხვერდის შემთხვევაში, შეგიძლიათ უბრალოდ გახსნათ სიფონის ქვედა ნაწილში არსებული ხვრელი და მარტივად ამოასუფთაოთ.
- გოფრირებული სიფონი

გოფრირებული სიფონი შეიძლება განთავსდეს ნიჟარის ქვეშ ისეთი მდებარეობით როგორც გსურთ. რაც მთავარია, მისი ნებისმიერი ტიპის მდებარეობა კანალიზაციის მილებს ხელს არაფერში უშლის. გოფრირებული სიფონი დამზადებულია დაკეცილი მილისგან, ხოლო ნიჟარის თავზე მასზე დამაგრებულია დამაკავშირებელი კვანძი. როგორც წესი, ამ ტიპის სიფონი ხშირი არჩევანია სააბაძანოს ნიჟარებისთვის.

- ბოთლისებრი სიფონი

ამ ტიპის სიფონის დიზაინი საკმაოდ ხისტია და ბოთლს მოგაგონებთ. მისი გამოყენება ძალიან კომფორტულია ისეთ ოჯახებში, სადაც შანსია, რომ პატარა ბავშვმა ნიჟარაში ძვირფასი ნივთი ჩარეცხოს, მაგალითად, ოქროს საქორწილო ბეჭედი. ვინაიდან, ნიჟარაში ჩარეცხილი ნებისმიერი ნივთი ბოთლისებრი სიფონის ძირში რჩება. ბოთლისებრი სიფონის ქვედა ნაწილი ძალიან მარტივი მოსახსნელია, რაც ნივთის ამოღებას კიდევ უფრო ამარტივებს და შესაძლო დანაკარგისგან გიხსნით.

● ჭურჭლისა და ტანსაცმლის სარეცხი მანქანის სიფონი

ჭურჭლის სარეცხი მანქანისა და ტანსაცმლის სარეცხი მანქანისთვის განკუთვნილი სიფონები ყუთშია მოთავსებული. ყუთი შესაძლოა მიმაგრებული იყოს კედლის ნებისმიერ ადგილას, ხოლო დეკორატიული საარის ქვეშე, შედის დრენაჟი. მათთვის, ვინ მილების შემთხვევაშიც კი აქცევს ვიზუალს ყურადღებას, ესთეტიკური თვალსაზრისით, ეს ვარიანტი ყველაზე ხელსაყრელი იქნება.

● სამზარეულოს სიფონი

თანამედროვე სამზარეულოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი განშტოებებიანი სიფონია. მისი გამოყენება ერთდროულადაა შესაძლებელი როგორც ჭურჭლისა და ტანსაცმის სარეცხი მანქანებისთვის, ასევე სამზარეულოს ნიჟარისთვისაც. განშტოებებიანი სიფონი განსაკუთრებით კომფორტულია, თუ სახლში ორ ან სამგანყოფილებიანი ნიჟარა გაქვთ.

როგორ მუშაობს სიფონი?

სიფონის საკმაოდ მარტივი სამოქმედო გეგმა აქვს: წყალი ნიჟარიდან სიფონის გავლით გადადის კოლბაში, გაივლის ორ სპეციალურ დასალექ მილს და გამოსასვლელი მილის წყალობით, გადადის კანალიზაციაში. თუ სიფონი სწორადაა დამონტაჟებული, მაშინ იგი კანალიზაციიდან ამომავალ უსიამოვნო სუნსაც აკავებს. ასეთ დროს, კანალიზაციის უსიამოვნო სუნი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეგაწუხებთ, თუ სახლში დიდი ხანი არ ყოფილხართ. ასეთ დროს, ონკანებში წყლის მოშვება და უნიტაზის ჩარეცხვა სუნს წამებში გაიტანს.

სად შევიძინო სიფონი?

სიფონის შეძენა საკმაოდ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიფონი სანტექნიკის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. გარდა იმისა, რომ სიფონის დახმარებით წყალი უსაფრთხოდ გადაადგილდება, მას პასუხისმგებლობა ეკისრება სახლის უსიამოვნო სუნისაგან დაცვაზეც. სწორედ ამიტომ, მაღალი ხარისხის სიფონი არის სწორი პასუხი კითხვაზე, თუ როგორი სიფონი უნდა შეიძინოთ. საქართველოში მაღალი ხარისხის სანტექნიკის მასალებს კი სავაჭრო ცენტრი "იდეალი" გთავაზობთ. კომპანიის შოურუმში იხილავთ როგორც პლასტმასის, ასევე მეტალის სიფონებს, რაც თქვენი საჭიროებისა თუ გემოვნების მიხედვით, არჩევანის გაკეთებას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.

| Print |
თეგები: იდეალი / სიფონი /