სად შევიძინოთ სიფონი და როგორ? (R)
სიფონის ისტორია ჯერ კიდევ 1775 წელს იწყება, მაშინ, როცა ლათინური S-ის ფორმის სიფონი გამოიგონეს. თუმცა, ოქსიმორონია, რომ სხვა ფორმის სიფონების გამოგონება და პოპულარიზაცია 1948 წელს, მრავალ შტატში სწორედ ამ S ფორმის სიფონის აკრძალვას მოყვა. თუმცა, დღეს, სხვა ტიპის სიფონებთან ერთად, S ფორმის სიფონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია.

თანამედროვე სანტექნიკის სამყაროში, 15-მდე სხვადასხვა სიფონი არსებობს, რომელთაც თავიანთი დანიშნულება, მახასიათებლები, დადებითი მხარეები და შესაძლებლობის საზღვრები აქვთ. მათ შორის, ყველაზე გავრცელებული სიფონებია S ფორმის, P ფორმის, Q ფორმის და იატაკის სიფონი. რაც შეეხება იმას, თუ რომელი და როგორი სიფონი უნდა შევარჩიოთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ სად, ანუ რომელ ოთახში გვსურს სიფონის გამოყენება და რა დანიშნულება და ფუნქცია უნდა შეითავსოს.

ვინაიდან, სიფონი ჩვენთვის კომფორტული ყოველდღიურობის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის საუკეთესო და რაც მთავარია, სად შევიძინოთ ხარისხიანი პროდუქცია. ამ მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, თავად სიფონის არსსა და მახასიათებლებს უნდა გავეცნოთ:

რა არის სიფონი?

წარმოიდგინეთ სიფონი, როგორც მრუდი ან მოხრილი მილის მონაკვეთი, უმეტესად, ლათინური U, J ან S ფორმის დიზაინით. ეს მოხრილი მილი ან მრუდი, მცირე რაოდენობით წყალს იკავებს, რაც ქმნის წყლის დალუქვის ბარიერს საკანალიზაციო სისტემასა და საცხოვრებელ სივრცეს შორის. სიფონის დანიშნულებაა თავიდან აგვარიდოს შენობაში კანალიზაციისა და უსიამოვნო სუნის შემოჭრა, ამასთანავე წარმატებით გაიტანოს და საკანალიზაციო სისტემას გადასცეს გამოყენებული წყალი და მცირე ნარჩენები.
სად ვიყენებთ სიფონს?

სიფონს ვიყენებთ მხოლოდ ისეთ ადგილებში, სადაც ამის საჭიროებაა. მას სხვა დანიშნულება, მაგალითად, დეკორატიული არ აქვს. უფრო ზუსტად:

• სიფონის დამონტაჟება შესაძლებელია ხელსაბანი ნიჟარისთვის, უნიტაზისთვის, ჩასაწოლი აბაზანისთვის, საშხაპე კაბინისთვის და იატაკის სადინარებისათვის;
• დიზაინისა და ფუნქციონალურობის გარდა, სიფონები შესაძლოა დამზადების მასალითაც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. დღეს შესაძლებელია PCV, ABS, თუჯის ან სპილენძის სიფონის შეძენა;
• იმისათვის, რომ ობიექტი სიფონად ჩაითვალოს, არსებობს წყლის დალუქვის სიღრმის მოთხოვნები, რასაც პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს;
• არსებითად, სიფონს უნდა ჰქონდეს წყლის დალუქვის მინიმალური სიღრმე მინიმუმ 50 მილიმეტრის ოდენობით, ხოლო მაქსიმუმ 100 მილიმეტრის ოდენობით იმისათვის, რომ თავისი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება შეძლოს.

როგორ მოვუაროთ სიფონს?

სიფონის მოვლა არის ის, რაც არც ერთმა სახლის მეპატრონემ არ უნდა უგულებელყოს. ვინაიდან, სიფონის დაზიანებასა და მწყობრიდან გამოსვლას მნიშვნელოვან ფინანსური ზარალის მოყენება შეუძლია, რაც ძვირადღირებული რემონტის გფუჭებითაა გამოწვეული. თუმცა, სასიხარულია ის ფაქტი, რომ სიფონის მოვლა საკმაოდ მარტივია:

• რეგულარული წმენდა

ნალექისა და ნარჩენების ამოღება. სიფონის მოხსნა ძალიან მარტივია, რაც მისი გაწმენდის საშუალებას იძლება. არსებობს სპეციალური სხვადასხვა ფორმის საწმენდი ჯაგრისებიც, რომელთა დიზაინიც სწორედ ისეა შექმნილი, რომ სიფონის წმენდა მარტივი და კომფორტული იყოს.

• შემოწმება


ხშირი შემოწმება დაგეხმარებათ პოტენციური პრობლემის იდენტიფიკაციაში (მაგალითად, ცვეთის ან დაზიანების ნიშნები), რაც თავიდან სამომავლო გართულებებს აგარიდებთ.

• სწორი ქიმიკატების შერჩევა

სიფონის წმენდისას, მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხო და ეფექტური ქიმიკატები გამოიყენოთ, რათა თავად სიფონი და სხვა ირგვლივ მყოფი მილები უნებური დაზიანებისგან დაიცვათ.

• სათანადო ვენტილაცია

სათანადო ვენტილაციის გარეშე, წყლის დინების შენელების რისკი წარმოიქმნება, რამაც შესაძლოა წყლის დგომა და არასასიამოვნო სუნი გამოიწვიოს.

• წყლის რეგულარული მოშვება

თუ სახლი ძალიან დიდი ხნით არის მიტოვებული და შესაბამისად, წყალს რეგულარულად არ იყენებთ, სიფონი ამოშრება, რაც დალუქვას დაარღვევს და სახლში შესაძლოა კანალიზაციაც კი ამოვიდეს.

როგორ შევარჩიოთ სიფონი?

სიფონის შერჩევა არც ისე რთულია, თუ ამაში კვალიფიციური პერსონალი გეხმარება. პირველ რიგში, როცა სიფონის შერჩევას ვიწყებთ, უნდა განვსაზღვროთ კონკრეტულად სად გვსურს რომ სიფონი გამოვიყენოთ, ვინაიდან არსებობს ხელსაბანის სიფონი, პისუარის სიფონი და სხვა. როცა გვეცოდინება, თუ სად ვამონტაჟებთ სანტექნიკის ამ ძალიან ღირებულ და საჭირო ობიექტს, მისი შერჩევაც გაგვიმარტივდება.

სად შევიძინო სიფონი?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიფონის შეძენისას მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება აუცილებლად მივაქციოთ პროდუქციის ხარისხს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში იზრდება მისი ცვეთისა და დაზიანების შესაძლებლობა, რაც ჩვენც არასასურველი რისკის ქვეშ გვაყენებს. საქართველოში მაღალი და პრემიუმ ხარისხის სანტექნიკის მოწყობილობების ცნობილი შემომტანი "გალერეა დემასია". ბრენდის ფილიალებში განთავსებული პროდუქცია მოიცავს სიფონებს ევროპის წამყვანი მწარმოებლების კოლექციებიდან, მათ შორის, მრავალდ შეგხვდებათ გერმანული Hansgrohe და ჩეხური Alcaplast-ი.
| Print |