გასტრონომიული მოგზაურობა - საშობაო კერძები და დესერტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნო
უცხო კერძების დაგემოვნება მოგზაურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ტრადიციული სამზარეულო ამ ქვეყნის კულტურას წარმოაჩენს. მისი დახმარებით, უფრო ახლოდან ვეცნობით ადგილობრივების წეს-ჩვეულებებს, ხასიათს, გემოვნებას.
საშობაოდ ყველა ქვეყანას თავისი დამახასიათებელი კერძები, დესერტები და ტკბილეულობა აქვს. თუ ახალი წელი შენთვის მოგზაურობის დროა, ამ წლისთვის სამოგზაურო ბილეთებიც ნაყიდი გაქვს და უკვე როუმინგ ინტერნეტიც გაიაქტიურე, დღეს რამდენიმე ყველაზე ცნობილ საშობაო ნუგბარს და მათ რეცეპტებს გაგაცნობთ, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნო.
საშობაო ინდაური თუ ბატი კომშით
ევროპის არაერთ ქვეყანაში და ჩრდილოეთ ამერიკაში საახალწლო სუფრის მთავარი კერძია ინდაური ან ბატი, რომელსაც გარნირად ბოსტნეული, პიურე და სხვადასხვა ტიპის საწებელი მოჰყვება. ღუმელში დაბრაწული ბატი/ინდაური ხშირად კომშით ან ვაშლით არის დატენილი. ინდაური წაბლით ტრადიციული საშობაო კერძია საფრანგეთში. ინდაურისა და ბატისგან მომზადებულ სხვადასხვა კომბინაციას ვხვდებით გერმანიაში, ბელგიაში, დანიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ნიდერლანდებსა და ბრიტანეთში. როგორც წესი, მას მოტკბო ან მომჟავო საწებლით მიირთმევენ.
იხილე საშობაო ბატის/ინდაურის მომზადების რეცეპტი
საჭირო მასალა:
ინდაური ან ბატი - 1 ცალი
ერბო ან კარაქი- 1 ს/კ
ვაშლი - 2 ცალი
კომში- 2 ცალი
მარილი და წიწაკა გემოვნებით
კარგად გაწმენდილ, გამოშიგნულ და გარეცხილ ინდაურს ან ბატს უნდა მოაყარო მარილი და დაფქული წიწაკა გემოვნებით. შემდეგ მუცლის არეს ამოავსებ 2 კგ გაფრცქვნილი და დაჭრილი ვაშლითა და კომშით და ამოკერავ, რათა ცხობისას შეგთავსი არ გადმოიყაროს. ზემოდან მოასხამ ერთ კოვზ ერბოს ან კარაქს და შედგამ 180º-ზე გახურებულ ღუმელში. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, გასინჯე ჩანგლით და თუ მზადაა, გადმოიღე თეფშზე. შეგიძლია მზა ინდაურს (ბატს) გარეთა ნაწილები შემოაჭრა და ლანგარზე ლამაზად დააწყო. დარჩენილ ცხიმში კი შეგიძლია შეწვა კარტოფილი და გარნირად გამოიყენო.
იტალიური პასკა პანეტონე
იტალიაში შობასა და ახალი წლის დღეებში პასკას - პანეტონეს მიირთმევენ. ფუმფულა პანეტონეს მომზადება ერთობ ხანგრძლივი პროცესია. ცომში ურევენ დაშაქრული ფორთოხლის ნაჭრებს, ასევე ლიმონის ან სხვა ციტრუსის ცედრას, ან ქიშმიშს. დროსთან ერთად მისი მრავალი ვარიაცია შეიქმნა, მათ შორის შოკოლადისაც. როგორც წესი, პანეტონეს ცხელ სასმელებს - ჩაი, ყავა, ან ტკბილ ღვინოს აყოლებენ.
იხილე პანეტონეს მომზადების რეცეპტი
მომზადების წესი:
ქიშმიშს დაასხამ 2 ს/კ თბილი წყლისა და რომის ნაზავს;
ფქვილში ბლენდერის მეშვეობით აურევ საფუარს, შაქარს, მარილს, ლიმონის ცედრას, ვანილს.
ცალკე ათქვიფე კვერცხი თბილ წყალთან და თაფლთან ერთად.
მშრალი მასა ბლენდერით შეურიე კვერცხისა და თაფლის მასას, ისე, რომ ცომი ერთგვაროვანი გამოვიდეს. ნელ-ნელა დაამატე დარბილებული კარაქი, თითო კოვზით და თან შეუჩერებლად თქვიფე.
ერთმანეთში აურიე ქიშმიში, ცუკატები და გამდნარი კარაქი. მიღებული მასა შეურიე ცომს.
მოათავსე მიღებული ცომი მოზრდილ ჯამში და გადააფარე საკვების შესაფუთი ცელოფანი. გაითვალისწინე, ცომს დაახლოებით 15 საათი დაჭირდება გასაფუებლად.
აფუებულ ცომს მოაყარე სულ ცოტაოდენი ფქვილი და გააკეთე გუნდა, რომელსაც გადაიტან გამოსაცხობ ფორმაში.
გადააფარე ცომს სველი და კარგად გაწურული ჩაის ტილო და ოთახის ტემპერატურაზე კიდევ 4-5 საათი გააჩერე.
გაახურე ღუმელი 190 გრადუსზე.
ცომს ზედაპიზე გაუკეთე ჯვრის ფორმის ჩანაჭდევი და მასში ჩადე ცივი კარაქის ნაჭერი. შედგი ღუმელში.
გამოიღე ღუმლიდან გამომცხვარი პანეტონე და აცადე გაცივება.
გერმანული საახალწლო შტოლენი და გლინტვეინი
გერმანიაში მთავარი საშობაო დესერტი შტოლენია. ეს არის წაგრძელებული ფორმის არომატული ნამცხვარი, რომელშიც ჩირეული, ნუში, ქიშმიში, რომი, სანელებლები შედის და შაქრის პუდრითაა დაფარული. შტოლენის სიმბოლო ერთგვარად ყრმა იესოს უკავშირდება.
იხილე შტოლენის მომზადების რეცეპტი
- ქიშმიშს, ცუკატებს, ნუშს, დააყრი ვანილიან შაქარს და დაასხამ რომს ან კონიაკს. თავზე დაახურე და ასე დატოვე 6 საათი. დროდადრო უნდა ურიო.
- გაათბე რძე. დაამატე საფუარი, 1 ს.კ. შაქარი, ცოტა ფქვილი და მოზილე. დადგი თბილ ადგილას 15 წთ და დააცადე ამოსვლა.
- ცალკე კარგად გათქვიფე კარაქი, შაქარი, კვერცხი. დაამატე ცედრა და სანელებლები. ეს ყველაფერი შეურიე ამოსულ ცომს და შეაზილე დარჩენილი ფქვილი. გადააფარე და დადგი ასაფუებლად თბილ ადგილას.
- შემდეგ ცომი გადმოიღე ფქვილმოყრილ ფიცარზე, ოდნავ გააბრტყელე, დააყარე ზედ ქიშმიშიანი მასა და კარგად შეურიე ერთმანეთს. ჩადე ჯამში, გადააფარე და კიდევ 30 წთ დააცადე.
- ცომი კიდევ გადაზილე და ცომის გუნდას ხელით მიეცი მოგრძო ფორმა, შუაში დააწექი გასაბრტყელებელი ჯოხით, ისე, რომ ნაჭდევი გაუკეთდეს. შემდეგ კი ერთ მხარეს გადმოკეცავ მეორეს, ოღონდ ბოლომდე არა. შედეგად მიიღება ასიმერტიული ფორმა.
- ამის შემდეგ კიდევ 15 წთ დააცადე ცომს და გამოაცხვე ღუმელში 175°-ზე.
- ცხელ შტოლენს ფუნჯით წაუსვი გამდნარი კარაქი და შემდეგ მოაყარე შაქრის პუდრა.
- გადაახვიე ჯერ ქაღალდში, შემდეგ ცელოფანში და შეინახე 1-2 კვირა.
შტოლენის გარდა, გერმანიის საშობაო ბაზრობებზე აუცილებლად დაგხვდება ცხელი გლინტვეინი, რომელიც ჰაერში დარიჩინის, მიხაკისა და ცედრის სუნს ატრიალებს.
დარიჩინიანი თაფლაკვერები
ახალი წელი დარიჩინიანი თაფლაკვერების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. მათ, როგორც წესი, სხვადასხვა პერსონაჟის ფორმა აქვთ და ერთგვარ დეკორაციასაც წარმოადგენს. თაფლაკვერების მომზადებაში მთელი ოჯახი - დიდი და პატარა იღებს მონაწილეობას. ამიტომ, მათ განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ საახალწლო სუფრაზე. მაგალითად, საფრანგეთში მე-16 საუკუნიდან მოყოლებული, დღემდე ამზადებენ თაფლაკვერს ნუშით, დარიჩინით, ილითა და თაფლით, რომელსაც წმინდა ნიკოლოზს სწირავენ.
უნგრული თევზის წვნიანი
საახალწლო სუფრაზე ბევრგან შეხვდები ზღვის პროდუქტს. უნგრეთში თევზის წვნიანი - ხალასლე ერთ-ერთი მთავარი კერძია, ხოლო დესერტად ხაშხაშიან და ნიგვზიან ნამცხვარს ამზადებენ.
იხილე ხალასლეს მომზადების რეცეპტი
საჭირო მასალა (10-12 ულუფისათვის):
- 3 კგ სხვადასხვა თევზი (ლოქო, ფარგა, ქარჩხანა)
- 3 თავი ხახვი
- 3 მწიფე პამიდორი
- 2 ცალი ტკბილი წიწაკა
- 3 ს.კ. პაპრიკის ფხვნილი
- მარილი
- პილპილი
- ცხარე წიწაკა
შეჯამება
გასტრონომიული მოგზაურობა კულტურის შესაცნობად ისტორიული ღირსშესანიშნაობების მონახულებაზე არანაკლებ საინტერესოა. საშობაოდ ყველა ქვეყანას თავისი უნიკალური ტრადიცია აქვს. თუ გსურს, შენი მოგზაურობა კიდევ უფრო მეტი სიახლით იყოს დატვირთული, აუცილებლად დააგემოვნე ეს ნუგბარები.
(R)