გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
22 მარტიდან 24 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.

22 და 23 მარტს ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +11 და +9 გრადუსს, ღამით კი +3 და +2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც წვიმს. დღისით +9 და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსს ვარაუდობენ.

წვიმა და ნალექია ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +11 და +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 და +1 გრადუსი იქნება. წვიმაა ადიგენშიც, ორივე დღეს +6 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +1 და მინუს 2 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +14 და +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით +3 და +6 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს +4 და +3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 7 და მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც წვიმს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +6 და +4 გრადუსია, ხოლო ღამით 0 და მინუს 1 გრადუსი ყინვა იქნება. ბაკურიანში ტემპერატურა დღისით +4 და +1 და ღამით მინუს 4 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით +10 და +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 და +3 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 მარტამდე, საქართველოში წვიმიანი ამინდი, მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი.
| Print |