სხვადასხვა
რუსთაველის ქუჩაზე, საგზაო ნიშნის დამონტაჟებას, მეწარმეების პროტესტი პოჰყვა
ათობით მეწარმის პროტესტი რუსთაველის ქუჩაზე, საგზაო ნიშნის დამონტაჟებას მოჰყვა. ახალციხის მერიის გადაწყვეტილებთ, მეხუთე საშუალო სკოლიდან, ავერსის აფთიაქამდე, ავტომანქანის გაჩერება აიკრძალა. შესაბამისი საგზაო ნიშანი, რამდენიმე დღის წინ დადგეს. მას შემდეგ მძღოლი, რომელიც ნიშნის მოქმედების ზონაში იდგა, 10 ლარით ჯარიმდებოდა.   რუსთაველის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც ავტომანქანის გაჩერება და დგომა აიკრძალა, რამდენიმე კომერციული ობიექტი მდებარეობს. მათი მეპატრონეები ამბობენ, რომ ამის გამო, მოსახლეობას დისკომფორტი ექმნება და საგზაო ნიშნის დამონტაჟების შემდეგ,  მომხმარებლის რაოდენობა შემცირდა.

ათობით მეწარმის პროტესტი რუსთაველის ქუჩაზე, საგზაო ნიშნის დამონტაჟებას მოჰყვა. ახალციხის მერიის გადაწყვეტილებთ, მეხუთე საშუალო სკოლიდან, ავერსის აფთიაქამდე, ავტომანქანის გაჩერება აიკრძალა. შესაბამისი საგზაო ნიშანი, რამდენიმე დღის წინ დადგეს. მას შემდეგ მძღოლი, რომელიც ნიშნის მოქმედების ზონაში იდგა, 10 ლარით ჯარიმდებოდა.

 

რუსთაველის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც ავტომანქანის გაჩერება და დგომა აიკრძალა, რამდენიმე კომერციული ობიექტი მდებარეობს. მათი მეპატრონეები ამბობენ, რომ ამის გამო, მოსახლეობას დისკომფორტი ექმნება და საგზაო ნიშნის დამონტაჟების შემდეგ,  მომხმარებლის რაოდენობა შემცირდა.

 

მეწარმეები ამბობენ, რომ თუ მსხვილ ობიექტებს მომხმარებელი მოაკლდება, მეპატრონე იძულებული გახდება, რომ შტატები შეამციროს. ამასთან, ბიუჯეტში გადასახადის სახით, შედარებით ნაკლები თანხა შევა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი ნასყიდაშვილი. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა ამკრძალავი ნიშნის საჭიროება უკმაყოფილო მოსახლეობასთან, ასე ახსნეს.

შსს–ოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ საგზაო ნიშნის დადგმის ინიციატივა საპატრულო პოლიციასა და მერიას ეკუთვნის, რადგან აღნიშნული გზის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლის შედეგიც მოქალაქის სხეულის დაზიანებაა, ხშირად ხდება.

დღეს დილიდან, რუსთაველის ქუჩაზე იმყოფებოდნენ ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები. არც ერთმა მათგანმა, აღნიშნულ საკითხზე განმარტება არ გააკეთა.

,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფი, მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, რომ აღნიშნულ თემაზე, მერიიდან განმარტება მოეპოვებინა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, ჟურნალისტებს სიტუაციის გარკვევას დაპირდნენ, მოგვიანებით კი ჩვენ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

დღის ბოლოს ახალციხის მერიის ფეისბუქ გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ ამკრძალავი ნიშნის დადგმა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად მოძრაობის მიზნით და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისათვის მოხდა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალაქ ახალციხის მერიას არაერთხელ მოგვამრთა თხოვნით, რომ გზა გადატვირთული იყო და ეს საფრთხეს წარმოადგენდა თითოეული მოქალაქისათვის. უახლოეს მომავალში აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების გადაადგილება მოხდება და გათვალისწინებული იქნება, როგორც მოქალაქეების, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტების მფლობელების მოთხოვნა.

დღის ბოლოს, საგზაო ნიშანი დგომა აკრძალულია, მეხუთე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხსნეს და ასოციაცია ,,ტოლერანტის“ წინ დაამონტაჟეს. ნიშნის რამდენიმედღიანი მოქმედების შემდეგ, ტერიტორიის ნაწილზე, ავტომანქანის დგომის აკრძალვა მოიხსნა.


| Print |