Error
ხაშური-ახალციხე-ვალის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
თოვისა და ლიპყინულის გამო გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.

თოვისა და ლიპყინულის გამო გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.

15250683_1235909866483112_3366141055664357491_o

ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 80-კმ 97 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 1-კმ 25 (ხაშური-ბორჯომი) მონაკვეთზე, და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 90-კმ 112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი)  მონაკვეთზე ყველა  სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

| Print |