სხვადასხვა
ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას განცხადებით ეხმაურება
,,ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას” – ამ განცხადებით გამოეხმაურა ეროვნული ბანკი ლარის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და ევროსთან მიმართებაში.
,,ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას” – ამ განცხადებით გამოეხმაურა ეროვნული ბანკი ლარის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და ევროსთან მიმართებაში.

sakartvelos_erovnuli_banki_34939

დღეს სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ – დოლარის ინდექსმა ყველაზე მაღალ მნიშვნელობას მიაღწია 2003 წლის მერე.

ამას დღეს დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინები, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე. ჩვენი აზრით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.

ამდენად, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი არის გადაჭარბებული და მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ვურჩევთ ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი ალბათობით მათვე დააზარალებს.” – ნათქვამია განცხადებაში.

დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ამ დროისთვის, კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.64 თეთრია, ერთ ევროს კი 2.82 თეთრში შეიძენთ.

 

| Print |