ახალციხეში ,,ქართული ოცნების" რაიონულ თავმჯდომარეს ირჩევენ
ამ წუთებში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ,,ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობა მიმდინარეობს. ახალციხეს პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე სტუმრობენ. ,,მე–9 არხის“ ინფორმაციით, სხდომაზე  “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ, რომლის ერთ–ერთი კანდიდატი ქალაქის მერი, გიორგი კოპაძეა. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიას, თავად მერმა დაუდასტურა. შეხვედრას 500–მდე ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ესწრება. ყრილობაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ მედიის წარმომადგენლებს. მიუხედავად იმისა, რომკ ,,ქართული ოცნების“  საზოგადოებსასთან ურთიერთობის სამსახური ჟურნალისტებს დაპირდა, რომ სხდომის გადაღების საშუალება ექნებოდათ, ბოლო მომენტში, პარტიის პირველი პირების დაცვის წევრებმა  ოპერატორებს დარბაზი დაატოვებინეს და გადაღების საშუალება არ მისცეს.

12791062_671568056279967_8250992638360525776_nამ წუთებში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ,,ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობა მიმდინარეობს. ახალციხეს პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე სტუმრობენ.

,,მე–9 არხის“ ინფორმაციით, სხდომაზე  “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ, რომლის ერთ–ერთი კანდიდატი ქალაქის მერი, გიორგი კოპაძეა. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიას, თავად მერმა დაუდასტურა.

შეხვედრას 500–მდე ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ესწრება.

ყრილობაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ მედიის წარმომადგენლებს. მიუხედავად იმისა, რომკ ,,ქართული ოცნების“  საზოგადოებსასთან ურთიერთობის სამსახური ჟურნალისტებს დაპირდა, რომ სხდომის გადაღების საშუალება ექნებოდათ, ბოლო მომენტში, პარტიის პირველი პირების დაცვის წევრებმა  ოპერატორებს დარბაზი დაატოვებინეს და გადაღების საშუალება არ მისცეს.

| Print |