ახალციხეში მოსწავლეებმა ასპინძელ მწერალს მოუსმინეს
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის, მეექვსე კლასისი მოსწავლეები  ასპინძელ მწერალს შეხვდნენ.ზელიმხან მაღრაძემ ახალგაზრდებს  საკუთარი ბიოგრაფია გააცნო და მათთან ერთად ნაწარმოებები განიხილა. ღონისძიება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კლასის ხელმძღვანელის ნინო ნადირაძისა  და ისტორიკოსის ნატო ყრუაშვილის ინიციატივით, პროექტის „უკეთ გავიცნოთ ჩვენი მხარე“ ფარგლებში  გაიმართა.

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის, მეექვსე კლასისი მოსწავლეები  ასპინძელ მწერალს შეხვდნენ.ზელიმხან მაღრაძემ ახალგაზრდებს  საკუთარი ბიოგრაფია გააცნო და მათთან ერთად ნაწარმოებები განიხილა.

ღონისძიება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კლასის ხელმძღვანელის ნინო ნადირაძისა  და ისტორიკოსის ნატო ყრუაშვილის ინიციატივით, პროექტის „უკეთ გავიცნოთ ჩვენი მხარე“ ფარგლებში  გაიმართა.

მწერალი ზელიმხან მაღრაძე წარმოშობით ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევიდან არის, ამჟამად კი იგი თბილისში მოღვაწეობს. მან  მშობლიურ კუთხეში, ახალგაზრდებთან შეხვედრის შთაბეჭდილებებზე „მეცხრე არხთანაც“ ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს,  სკოლის მოსწავლეებმა მწერლისგან ავტოგრაფებიც მიიღეს.


| Print |