მუსლიმთა სამმართველო ადიგენში მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სამმართველო სოფელ ადიგენში მომხდარი ინციდენტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს: “მუსლიმური რელიგიის მიხედვით, მუსლიმი მიცვალებულის სხვა აღმსარებლობის სასაფლაოზე დაკრძალვა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე სოფელ ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებს არ ჰქონდათ შესაბამისი ტერიტორია, სადაც შეძლებდნენ მიცვალებულის დასაფლავებას, მიცვალებული გადაჰყავდათ სხვა რაიონსა და სოფლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე მუსლიმთა სამმართველომ სოფელ ადიგენის მუსლიმი მრევლის მოთხოვნის საფუძველზე, არსებული სასაფლაოს გვერდით  მიწის გამოყოფის თაობაზე მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს. რელიგიის სააგენტოსთან არსებული ქონებრივი და ფინანსური საკითხების კომისიამ გასცა რეკომენდაცია მუსლიმებისათვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე. კომისიის წევრები არიან მუსლიმთა სამმართველოს, საპატრიარქოს და სხვა კონფესიების წარმომადგენლები. საუკუნეების მანძილზე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანები მშვიდობიანად, მეგობრულად და ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლულად თანაცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირება. ვფიქრობთ, რომ ადიგენში მომხდარი ფაქტიც არის ხელოვნურად ინსპირირებული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაწყებულია გამოძიება და აქედან გამნომდინარე მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, რათა დროულად და ობიექტურად მოხდეს ფაქტის გამოძიება და დასჯილ იქნან დამნაშავეები. მოვუწოდებთ მოსახლეობას შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაელოდონ გამოძიების დასრულებას” – ნათქვამია განცხადებაში.

მუსლიმტა სამმარტველო.jpgსრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სამმართველო სოფელ ადიგენში მომხდარი ინციდენტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს:

“მუსლიმური რელიგიის მიხედვით, მუსლიმი მიცვალებულის სხვა აღმსარებლობის სასაფლაოზე დაკრძალვა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე სოფელ ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებს არ ჰქონდათ შესაბამისი ტერიტორია, სადაც შეძლებდნენ მიცვალებულის დასაფლავებას, მიცვალებული გადაჰყავდათ სხვა რაიონსა და სოფლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე მუსლიმთა სამმართველომ სოფელ ადიგენის მუსლიმი მრევლის მოთხოვნის საფუძველზე, არსებული სასაფლაოს გვერდით  მიწის გამოყოფის თაობაზე მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს. რელიგიის სააგენტოსთან არსებული ქონებრივი და ფინანსური საკითხების კომისიამ გასცა რეკომენდაცია მუსლიმებისათვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე. კომისიის წევრები არიან მუსლიმთა სამმართველოს, საპატრიარქოს და სხვა კონფესიების წარმომადგენლები.

საუკუნეების მანძილზე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანები მშვიდობიანად, მეგობრულად და ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლულად თანაცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირება. ვფიქრობთ, რომ ადიგენში მომხდარი ფაქტიც არის ხელოვნურად ინსპირირებული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაწყებულია გამოძიება და აქედან გამნომდინარე მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, რათა დროულად და ობიექტურად მოხდეს ფაქტის გამოძიება და დასჯილ იქნან დამნაშავეები. მოვუწოდებთ მოსახლეობას შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაელოდონ გამოძიების დასრულებას” – ნათქვამია განცხადებაში.

| Print |