„საქართველო ჩემი სამშობლოა"– ეთნიკური უმცირესობების ნამუშევრების კრებული
„საქართველო ჩემი სამშობლოა” ასე ჰქვია ლიტერატურული კრებულის, რომლის პრეზენტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა. იგი ,„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ფარგლებში გამოიცა. კრებულში 2015 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად შერჩეული  საუკეთესო ნაშრომები, პოეზიის ნიჭით გამორჩეული, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ნამუშევრები შევიდა. საკუთარი ლექსები წაიკითხეს ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ პროგრამას, 2012 წლიდან ახორციელებს.მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციას ხელი შეუწყოს.

„საქართველო ჩემი სამშობლოა” ასე ჰქვია ლიტერატურული კრებულის, რომლის პრეზენტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა. იგი ,„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ფარგლებში გამოიცა.

კრებულში 2015 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად შერჩეული  საუკეთესო ნაშრომები, პოეზიის ნიჭით გამორჩეული, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ნამუშევრები შევიდა. საკუთარი ლექსები წაიკითხეს ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ პროგრამას, 2012 წლიდან ახორციელებს.მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციას ხელი შეუწყოს.


| Print |