სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. ადიგენის სოფლებში ენთელსა და არალში, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტში გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ძარაზეც განთავსებული იყო სხვადასხვა ზომის მრგვალი მორები. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული ავტომანქანები დაილუქა. უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი აღმოჩნდა ახალციხის სოფელ კლდეშიც.   გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი 2 სახერხი საამქრო გამოავლინეს.ბორჯომის სოფელ ყვიბისსა და სოფელ ზანავში, საცხოვრებელი სახლების ეზოებში ნანახი იქნა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები, რომელთა ტერიტორიაზე განთავსებული იყო დაუფირნიშებელი მორები.განხორციელდა სახერხი საამქროების დემონტაჟი, რის შემდეგაც ისინი გადაიტანეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ასევე, ბორჯომის სოფელ ჭობისხევში, საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი აღმოაჩინეს.

12743778_1441834219164325_503669886588973438_nგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
ადიგენის სოფლებში ენთელსა და არალში, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტში გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ძარაზეც განთავსებული იყო სხვადასხვა ზომის მრგვალი მორები. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
აღნიშნული ავტომანქანები დაილუქა.

უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი აღმოჩნდა ახალციხის სოფელ კლდეშიც.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი 2 სახერხი საამქრო გამოავლინეს.ბორჯომის სოფელ 12745793_1441827279165019_6434790245114143605_nყვიბისსა და სოფელ ზანავში, საცხოვრებელი სახლების ეზოებში ნანახი იქნა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები, რომელთა ტერიტორიაზე განთავსებული იყო დაუფირნიშებელი მორები.განხორციელდა სახერხი საამქროების დემონტაჟი, რის შემდეგაც ისინი გადაიტანეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

ასევე, ბორჯომის სოფელ ჭობისხევში, საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი აღმოაჩინეს.

| Print |