მესხ მეფუტკრეებს სკები გადაეცათ
მესხ  მეფუტკრეებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკები გადაეცათ. სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების წევრებმა დღეს სამი ტიპის: ფინური წარმოების პოლესტიროლის, დადანისა და რუტისა 10 ჩარჩოანი სკები თანადაფინანსებით მიიღეს. ფერმერთა ხელშეწყობის ინიციატივა  მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამით ხორციელდება. მის ფარგლებში  სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით 21–მა კოოპერატივმა 1800–მდე სკა  30%–ის ღირებულებით მიიღო. ამ ეტაპზე, ფერმერებს 120 ლარად შეფასებული სკები 36 ლარად გადაეცათ. სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა დაინტერესებულ მეფუტკრეებს კვლავ შეუძლიათ. ახალ ეტაპზე განაცხადების მიღება 28 თებერვალს დაიწყება და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სკებთან ერთად კოოპერატივებს  შესაძლერბლობა აქვთ განაცხადი თაფლის საწურ დანადგარებსა და  2 200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახ ავზებზე  გააკეთონ.

მესხ  მეფუტკრეებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკები გადაეცათ. სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების წევრებმა დღეს სამი ტიპის: ფინური წარმოების პოლესტიროლის, დადანისა და რუტისა 10 ჩარჩოანი სკები თანადაფინანსებით მიიღეს. ფერმერთა ხელშეწყობის ინიციატივა  მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამით ხორციელდება. მის ფარგლებში  სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით 21–მა კოოპერატივმა 1800–მდე სკა  30%–ის ღირებულებით მიიღო.

ამ ეტაპზე, ფერმერებს 120 ლარად შეფასებული სკები 36 ლარად გადაეცათ. სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა დაინტერესებულ მეფუტკრეებს კვლავ შეუძლიათ. ახალ ეტაპზე განაცხადების მიღება 28 თებერვალს დაიწყება და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სკებთან ერთად კოოპერატივებს  შესაძლერბლობა აქვთ განაცხადი თაფლის საწურ დანადგარებსა და  2 200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახ ავზებზე  გააკეთონ.


| Print |