ახალციხეში ტყის კოდექსის ახალი კანონპროექტი განიხილეს
2017 წლის 1 იანვრიდან ტყიდან ფიჩხის გამოტანა აღარ აიკრძალება, აღდგება სატყეო მეურნეობები, ჩამოყალიბდება საკუთრების ახალი ფორმები, საძოვრებზე დაწესდება  გადასახადი – ამ და სხვა საკითხებზე ახალციხის სატყეო სააგენტოში იმსჯელეს, სადაც ტყის ახალი კოდექსის  საჯარო განხილვა მოეწყო. შეხვედრას ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების პირველი პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაესწრნენ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, აუდიტორიას კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები გააცნო. სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსის თქმით, კანონპროექტის მიზანს ქვეყნის ტყეებსა და საძოვრებზე არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორება წარმოადგენს.  

2017 წლის 1 იანვრიდან ტყიდან ფიჩხის გამოტანა აღარ აიკრძალება, აღდგება სატყეო მეურნეობები, ჩამოყალიბდება საკუთრების ახალი ფორმები, საძოვრებზე დაწესდება  გადასახადი – ამ და სხვა საკითხებზე ახალციხის სატყეო სააგენტოში იმსჯელეს, სადაც ტყის ახალი კოდექსის  საჯარო განხილვა მოეწყო. შეხვედრას ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების პირველი პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაესწრნენ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, აუდიტორიას კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსის თქმით, კანონპროექტის მიზანს ქვეყნის ტყეებსა და საძოვრებზე არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორება წარმოადგენს.   კარლო ამირბულაშვილის განმარტებით, საკუთრების ერთ–ერთი სახე მუნიციპალური საკუთრების ჩამოყალიბებაა, რის შედეგადაც,   ადგილობრივ თვითმმართველობას შეეძლება ტერიტორიულ ერთეულში თავად მართოს სატყეო რესურსი, დაგეგმოს საჭიროებები და ქმედებები.  სიახლეა ისიც, რომ ახალციხესა და კაჭრეთში, შემოდგომიდან, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, სატყეო   დარგის სპეციალისტების გადამზადება მოხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სატყეო სააგენტოს, სახელმწიფოს 100 პროცენტიანი წილის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლოს სააგენტოდ ჩამოყალიბება იგეგმება.

ტყის კოდექსის ახალი კანონპროექტის საჯარო განხილვა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სამცხე–ჯავახეთის შემდეგ კოდექსს იმერეტში განიხილავენ.


| Print |