შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული
სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გიორგი ქ.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
ბაკურიანში, თამარ მეფის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,00779 გრ ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერება – ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს
აღიარებს. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის
მე-2 ნაწილით).
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის
პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის
წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს
დაბადებული გიორგი ქ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაკურიანში, თამარ მეფის ქუჩაზე
დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,00779 გრ
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის
ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2
ნაწილით).