სხვადასხვა
რა სასარგებლო თვისებები აქვს ხურმას ჯანმრთელობისათვის?
ხურმა ამოუწურავი წყაროა მთელი რიგი ნივთიერებებისა, რომლებიც შესანიშნავად აერთიანებს ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო ყველა ვიტამინს, მათ შორის: კალიუმის, მაგნიუმის, კალციუმის, რკინის, იოდის, A ვიტამინის (ბეტა კაროტინის), ც და P ვიტამინების დიდ რაოდენობას.

რატომ არის სასარგებლო და როგორ კვებავს სხეულს ეს უნიკალური ხილი?
პირველ რიგში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხურმა შეიცავს კალიუმის მარილებს, რითაც კვებავს სხეულს და აწესრიგებს გულსისხლძარღვთა სისტემას, გარდა ამისა, ეს არაჩვეულებრივი ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, რითაც ასაზრდოებს გულის კუნთებს, ამცირებს არტერიული ჰიპერტენზიის რისკს და არეგულირებს არტერიულ წნევას.

უძველესი დროიდან ხურმა ( განსაკუთრებით კი ფორთოხლის ფერის) ითვლებოდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ერთ - ერთ სასარგებლო ხილად.უახლოესი მედიცინა კი ამ ხილს კიბოს საწინააღმდეგო ხილად აღიარებს.მეცნიერების მტკიცებით, ხილი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ A (ბეტა კაროტინი), ყველაზე ხელსაყრელ გავლენას ახდენს ადამიანის მხედველობაზე. მათივე მტკიცებით, ხურმა კანის შესანარჩუნებლადაც საუკეთესოა.
თანამედროვე მედიცინის მტკიცებით, ხურმა იმაზე დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, ვიდრე ვაშლი.



| Print |