რა თანხა გაიცა სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში, პრემიისა და დანამატის სახით
     ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევა სამხარეო ადმინისტრაციებში 2015 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, გასულ წელს, პრემიებსა და დანამატებში 1 114 928.69 ლარი გაიცა, მათ შორის პრემია – 463 817.5 ლარი, სახელფასო დანამატი კი – 680 111.19 ლარი. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვიურად გაიცემოდა. ასევე ნათქვამია ისიც, რომ 2012-2014 წლებთან შედარებით, შემცირებულია პრემიების გაცემის სიხშირე და ოდენობა, თუმცა 2015 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებელი. სამცხე–ჯავახეთში უფრო მეტი პრემია გაიცა, ვიდრე დანამატი. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში პრემიის რაოდენობამ 43,690 ლარი შეადგინა, დანამატმა კი – 35,400. ჯამში, პრემიებსა და დანამატებზე 2015 წელს 79.090 ლარი გაიცა.

lari-dolari1     ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევა სამხარეო ადმინისტრაციებში 2015 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, გასულ წელს, პრემიებსა და დანამატებში 1 114 928.69 ლარი გაიცა, მათ შორის პრემია – 463 817.5 ლარი, სახელფასო დანამატი კი – 680 111.19 ლარი. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვიურად გაიცემოდა. ასევე ნათქვამია ისიც, რომ 2012-2014 წლებთან შედარებით, შემცირებულია პრემიების გაცემის სიხშირე და ოდენობა, თუმცა 2015 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებელი. სამცხე–ჯავახეთში უფრო მეტი პრემია გაიცა, ვიდრე დანამატი.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში პრემიის რაოდენობამ 43,690 ლარი შეადგინა, დანამატმა კი – 35,400. ჯამში, პრემიებსა და დანამატებზე 2015 წელს 79.090 ლარი გაიცა.

| Print |