ახალციხეში შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა
მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ყველა მოქმედ  ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა. სადღესასწაულო წირვა–ლოცვა აღევლინა ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ტაძარშიც. ღამის თორმეტ საათზე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაკითხვის შემდეგ, მამა დავითვა საზეიმო  წირვა აღავლინა.  სადღესასწაულო ლიტურგიას მორწმუნეები ღამისთევით დაესწრნენ. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი. 

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ყველა მოქმედ  ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა. სადღესასწაულო წირვა–ლოცვა აღევლინა ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ტაძარშიც. ღამის თორმეტ საათზე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაკითხვის შემდეგ, მამა დავითვა საზეიმო  წირვა აღავლინა.  სადღესასწაულო ლიტურგიას მორწმუნეები ღამისთევით დაესწრნენ.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი. 

მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს _ ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეს. ამის შესახებ პატრიარქმა  სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროსაც განაცხადა.  შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.


| Print |