რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე სამცხე–ჯავახეთში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების – ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა შემდეგ მიმართულებებზე აიკრძალა: როდიონოვკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ერთ–ერთ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ანალოგიური მდგომარეობაა სომხეთის საზღვართან, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე და ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე. ასევე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, გზის გაწმენდით სამუშაოებს, საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების – ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა შემდეგ მიმართულებებზე აიკრძალა: როდიონოვკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ერთ–ერთ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ანალოგიური მდგომარეობაა სომხეთის საზღვართან, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე და ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე. ასევე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, გზის გაწმენდით სამუშაოებს, საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.


| Print |