სხვადასხვა
უკრანიაში აზარტული თამაშების 150 დაწესებულება დაიხურა
უმაღლეს რადაში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რაც აზარტული თამაშების ბიზნესის დარეგულირებას ითვალისწინებს. 

უკრაინის მთავრობის დადგენილებით, ის აზარტული დაწესებულებები შეწყვეტენ მუშაობას, რომლებმაც სახელმწიფო ლატარეის ეგიდით უნდა განაგრძონ ფუნქციონირება.

დაახლოებით 2 მლნ დოლარის ექვივალენტის აღჭურვილობების კონფისკაცია მოხდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მინისტრებმა ერთობლივი კენჭისყრის გზით მიიღეს.

უკრაინის შსს-ს ცნობით, დროებით ყველა აზარტული თამაშების დაწესებულება დაიხურა. მთავრობის კაბინეტმა ფისკალური სამსახურის მისამართით ბრძანება გასცა, რის მიხედვითაც მოხდება აზარტული დაწესებულებების შემოწმება.



| Print |