სამცხე–საათაბაგოს პოლიტიკური ისტორია, მხარეში არსებული ფეოდალური საგვარეულობები, მათი ვინაობა და წარმომავლობა – ამ საკითხებს ერთად თავი პროფესორმა რომან გოგლაურმა მოუყარა. ისტორიკოსმა წიგნის, სახელწოდებით – „ჩრდილო–კავკასია, სამცხე–ჯავახეთის ურთიერთობა და ქართ–კახეთი XVIII საუკუნეში“, პრეზენტაცია დღეს ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში გამართა. იგი ავტორის 50 წლის იუბილესა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.
პრეზენტაცია ქალაქის მერიის ინიციატივით მოეწყო, როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, წიგნის გამოცემა უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა, ამიტომ ქალაქის მერიამ გადაწყვიტა ნაშრომის დაბეჭდვისათვის, დაახლოებით, 5 000 ლარი გამოყოს. აღნიშნული თანხით, პირველ ეტაპზე, დაგეგმილია 500 ეგზემპლიარის გამოცემა, რომელიც შემდგომში ბიბლიოთეკებს უფასოდ გადაეცემათ.
რომან გოგოლაურის წიგნის პრეზენტაციას ავტორის კოლეგები და მეგობრები დაესწრნენ.
ნაშრომი იანვრის თვეში გამოიცემა.