რა არის გენდერული თანასწორობა, როგორ უნდა მოხდეს მსგავსი პრობლემების აღმოფხვრა და რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ გენდერზე – აღნიშნულ საკითხებზე დღეს ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. ახალციხის მერიაში არსებული ქალთა ოთახის ხელმძღვანელმა ნინო რუხაძემ მონაწილეებს ის პრობლემები გააცნო, რომელიც საკითხთან დაავშირებით საზოგადოებაში ჩნდება.
შეხვედრის ფარგლებში ფილმის ჩვენებაც მოეწყო, სადაც გადმოცემული იყო ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები და ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეები.
ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსიაც, ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ.
ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.