Error
სხვადასხვა
ტელეკომპანია "მეცხრე არხი" აცხადებს ვაკანსიას
ახალციხის ტელეკომპანია “მე-9 არხი” აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტების პოზიციებზე.

ახალციხის ტელეკომპანია “მე-9 არხი” აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტების პოზიციებზე.

14457457_1081130105302461_6061398150878568019_n

  • ორგანიზაცია ეძებს კანდიდატებსახალციხისოფისისთვის
  • სამუშაოგანაკვეთი:სრული
  • ასაკი – 17 წელს ზემოთ (ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული)
  • საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება (არააუცილებელი)
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველი)
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე (არააუცილებელი)
  • ხელფასი: შეთანხმებით

 

აპლიკანტების მიღების დაწყების თარიღი: 23/11/2016

დასრულების თარიღი: 6/12/2016

აპლიკანტებმა საკუთარი CV უნდა გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

აპლიკანტების შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად:

  • 1-ელი ეტაპი: 7 დეკემბერს შეირჩევიან სასურველი კანდიდატები (მოხდება გადარჩევა);
  • მე-2 ეტაპი: 8-9 დეკემბერს ჩატარდება ინტერვიუ/გასაუბრება წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩეულ აპლიკანტებს ჩვენი თანამშრომელი დაუკავშირდება არაუგვიანეს 7დეკემბრისა (7/12/2016)

სამუშაოს დეტალური აღწერა:

  • სთავაზობს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს სარეკლამო შეთავაზებას.
  • მომსახურებას უწევს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს.
  • ყოველდღიურად უკავშირდება წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს, აცნობს და სთავაზობს მათ სარეკლამო შეთავაზებას (მომსახურების ჩამონათვალი, ფასი, პირობები, ფასდათმობის პირობები და ა.შ.)
  • ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უზრუნველყოფს ჩატარებული სამუშაოს თავმოყრას და ორგანიზებას ელექტრონული ფორმით.
  • ათანხმებს და აკორექტირებს პოტენციური მომხმარებლების სიას (მომდევნო კვირის სამუშაო გეგმას) მენეჯერთან ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს.
  • წინასწარ სწავლობს პოტენციურ მომხმარებლებს/მათ პრეფერენციებს და აკორექტირებს სარეკლამო შეთავაზებას შესაბამისად.
  • სწავლობს და ეცნობა რეგიონის ბაზარს, ადევნებს თვალს რეგიონის განვითარებას ბიზნესის ჭრილში (ახალი ბიზნეს-ობიექტების გახსნა, ძველის დახურვა, ძველის გადაადგილება და ა.შ.), აკორექტირებს და ასწორებს პოტენციური და არსებული მომხმარებლების საკონტაქტო მონაცემებს.
  • უზრუნველყოფს მენეჯმენტს კონკურენტების შესახებ ინფორმაციით (კონკურენტების ფასები, შეთავაზება, კლიენტები და ა.შ.)
  • იძლევა დასაბუთებულ რეკომენდაციებს შეთავაზების (მომსახურება, ფასი, დასდათმობა) კორექტირებასთან დაკავშირებით.
  • აანალიზებს და სწავლობს არსებული და პოტენციური მომხმარებლების შესაძლო/არსებულ პრობლემებს, ცდილობს, მოუძებნოს მათ გადაწყვეტა ოპტიმალური მომსახურება/ფასის შეთავაზების გზით.
| Print |