150 გაფიცული თანამშრომელი და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები დამსაქმებლისგან – სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშოები მუშებმა მიატოვეს. მათ კომპანია ,,ბეხტელ ენკას“ მიერ სამუშო საათების შემცირება და ხელფასის დაკლება გააპროტესტეს.
მსგავსი მოთხოვნები სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტზე მომუშვე პერსონალს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დამსაქმებელმა, ერთობლივმა საწარმო ,,ბეხტელს ენკამ“ მათ სამუშაო საათები შეუმცირა და შესაბამისად ხელფასი დააკლო. 150–მდე მუშამ დღეს პროტესტის ნიშნად საქმიანობა მიატოვა და ხელმძღვანელობასთან დალაპარაკება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.
ვალის გამშვები პუნქტიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში, სოფელ არლის ტერიტორიაზე სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტს კომპანია BP ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში ადგილზე საცხოვრებლების მშენებლობას ბიპის რამდენიმე ქვეკონტრაქტორი კომპანია ახორციელებს. გაფიცულებს პრეტენზია ,,ბეხტელ ენკასთან“ აქვთ. მათი ნაწილი სამცხე–ჯავახეთში სამუშაოდ კომპანიამ გარდაბანიდან, თბილისიდან და რუსთავიდან ჩამოიყვანა.
მას შემდეგ, რაც მშენებლობაზე დასაქმებულებმა პროტესტი გამოთქვეს, ხელმძღვანელობამ 30 მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლა. აქციის მონაწილეები ჰყვებიან, რომ კომპანიის წარმომადგნლებმა მათ რამდენიმე ლიდერის შერჩევა დაავალეს, რომლებსაც პრობლემის მოგვარების შესახებ დაელაპარაკებოდნენ. თუმცა შემდეგში აჩეულ ე.წ ლიდერებს გამოუცხადეს, რომ მათი ხელშეკრულება გაუქმებული იყო.
მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით, ,,მეცხრე არხი“ შეეცადა ,,ბეხტელ ენკას“ თანამშრომლებს გასაუბრებოდა. ადგილზე მყოფმა კომპანიის წარმომადგენლებმა გადამღებ ჯგუფს განუცხადა, რომ მას აღნი შულ საკითხზე საუბარი არ შეეძლო.
,,ბეხტელ ენკას“ თანამშორმლებმა სათაო ოფისში გადაგვამისამართეს, რომელიც მათივე თქნმით თბილისში მდებარეობს, თუმცა საკონტაქტო ინფორმაცია არ აქვთ. აღნიშული კომპანიასთან დაკავშირებას ,,მე–9 არხი“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა. სათაო ოფისის სატელეფონო ნომერი ცნობილი არ აღმოჩნდა არც ,,ბეხტელ ენკას“ ახალციხის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლის გიორგი კურტანიძესათვის. საბოლოოდ, დაკავშირება იმ სატელეფონო ნომრებით ვცადეთ, რომლებიც თითოეულ მუშას ე.წ ,,ბეჯის“ სახით უმ ფორმაზე აქვს დამაგრებული და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობას უნდა დაუკავშირდეს. 7 ნომერზე დარეკვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ტელეფონის ნომრის მფლობელთა უმრავლესობა ქართულად ვერ საუბრობდა და ინგლისურის ცოდნას მოითხოვდა, მათგან 2 ქართულენოვანი კი კომპანიის წარმომადგენელი არ იყო.
კომპანიის თანამშრომელთა აქცია დილის 09:00 საათიდან საღამოს 17 საათამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში გაფიცულებმა კომპანიამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და ხელმზღვანელი პირები არ შეუშვეს. ადგილობრვებს შეხვდა ვალის დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილი. დღის ბოლოსათვის გათავისუფლებული 30 ადამიანიდან 7 მათგანი კომპანიამ სამსახურში აღადგინა, დანარჩენები კი პროტესტის გაგრძელებას ხვალ დილიდან გეგმავენ .