სხვადასხვა
სასამართლომ ბოლაჯურის ბაღის ყოფილ მენეჯერს სარჩელი სრულად დაუკმაყოფილა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერის სარჩელი დააკმაყოფილა. ლალი მაისურაძე განაცდურის ანაზღაურებას, სამსახურში აღდგენასა და მისი გათავისუფლების შესახებ ოქმის გაუქმებას ითხოვდა. სასამართლომ მას ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილა. როგორც მოსარჩელე მხარის ადვოკატი "მეცხრე არხთან" აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე მხარე გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, ლალი მაისურაძე ბოლაჯურის საბავშო ბაღის მენეჯერის თანამდებობაზე 15 სექტემბრისთვის უნდა აღდგეს.

ყოფილი მენეჯერი მოსამართლის გადაწვეტილებით კმაყოფილია, მისივე თქმით სასამართლოს წინაშე ყველა იმ პირს მოუწევს პასუხისგება, ვინც მისი გათავისუფლების შესახებ დაწერილ განცხადებაზე ხელი მოაწერა.

გაასაჩივრებს თუ არა ადიგენის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლმდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, უცნობია. როგორც მარინა ვარდიძე განმარტავს, იგი სასამართლოდან სამოტივაციო ნაწილის მიღებას ელოდება, რის შემდეგაც შესაბამის ზომებს მიიღებს.

| Print |