Error
სხვადასხვა
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. მეხანძრე-მაშველები მეორე დღეა ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართულნი.

11800008_1459856210985273_8651492353096136339_nბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

მეხანძრე-მაშველები მეორე დღეა ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართულნი.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში „112″ შევიდა შეტყობინება, რომ ბორჯომში, სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვოდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო 20 სახანძრო-სამაშველო ერთეული და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ბორჯომისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორი ვერტმფრენი იყო ჩართული.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 10 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.


| Print |