სხვადასხვა
ანსამბლმა ,,საიათნოვამ" ახალციხეში კონცერტი გამართა
ახალციხეში საიათნოვა გაიხსენეს. ერევნიდან ჩამოსულმა 24 კაციანმა ჯგუფმა 19 ივლისს მესხეთის სახელმწიფო თეატრში ღონისძიება გამართა. მუსიკოსებმა სომეხი პოეტისა და მომღერლის შემოქმედება წარმოადგინეს, საღამო ორ ნაწილად წარიმართა. აღნიშნული კონცერტი ახალციხეში რუსეთში მოღვაწე სომეხმა ბიზნესმენმა, შუშანიკ სარქისიანმა დააფინანსა. სომხეთის ეროვნული ანსამბლის სახელწოდებით ,,საიათნოვა“ კონცერტების გამართვას ახალციხის იმ სოფლებშიც გეგმავს,

ახალციხეში საიათნოვა გაიხსენეს. ერევნიდან ჩამოსულმა 24 კაციანმა ჯგუფმა 19 ივლისს მესხეთის სახელმწიფო თეატრში ღონისძიება გამართა. მუსიკოსებმა სომეხი პოეტისა და მომღერლის შემოქმედება წარმოადგინეს, საღამო ორ ნაწილად წარიმართა.

აღნიშნული კონცერტი ახალციხეში რუსეთში მოღვაწე სომეხმა ბიზნესმენმა, შუშანიკ სარქისიანმა დააფინანსა. სომხეთის ეროვნული ანსამბლის სახელწოდებით ,,საიათნოვა“ კონცერტების გამართვას ახალციხის იმ სოფლებშიც გეგმავს, სადაც სომეხი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს. გარდა ამისა, ღონისძიებას 24 ივლისს რაბათის ისტორიული კომპლექსიც უმასპინძლებს. სომხური დიასპორტისათვის მსგავს კონცერტებს ჯგუფი ,,საიათნოვა“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აწყობს.


| Print |