სხვადასხვა
გაფრთხილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს – საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ, საჩივრები განიხილა. რვა საჩივრიდან, ორი არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ, საჩივრები განიხილა. რვა საჩივრიდან, ორი არ დაკმაყოფილდა.

ერთგან არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი წერდა, რომ 28–ე უბანზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გიორგი კოპაძეს, უბანზე არაუფლებამოსილი პირი ახლდა, რომელიც ფოტოებს უღებდა. დარღვევა მაშინვე აღმოიფხვრა, თავმჯდომარემ მას კენჭისყრის ოთახი დაატოვებინა. არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა მე–8 უბანზეც, რის გამოც დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.

#24 უბანზე, მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობა, პირადობის მოწმობის ასლით მიიღო. ამის გამო, საოლქო კომისიის წევრებმა ნაკადის მარეგულირებლის, თავმჯდომარისა და რეგისტრატორის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და სამივე მათგანი გააფრთხილა.

#17 უბნის შემაჯამებელ ოქმზე, შედგენის თარიღი და დრო არ არის მითითებული. ამის გამო შენიშვნა მიიღეს უბნის თავმჯდომარემ და მოადგილემ.

#23 უბნის შემაჯამებელი ოქმის ასლზე, შევსების დრო არ არის მითითებული, დედანზე კი მოგვიანებით არის ჩამატებული. ამის გამო გაფრთხილება მიიღო თავმჯდომარემ და მოადგილემ.

#33 უბნის თავმჯდომარემ და მოადგილემ გაფრთხილება იმის გამო მიიღეს, რომ შემაჯამებელი ოქმის ასლში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა მითითებული არ არის. დედანში კი მოგვიანებით არის ჩამატებული.

ორი საჩივარი დაიწერა #30 უბანზე. ერთ–ერთმა რეგისტრატორმა ამომრჩეველს მარკირება იქამდე გაუკეთა, სანამ სიაში გადაამოწმებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოქალაქე სხვა უბნის ამომრჩეველი იყო და იმის გამო, რომ მარკირება გაკეთებული ჰქონდა, ხმა ვეღარ მისცა.

იგივე რეგისტრატორის მიერ გაცემულ თორმეტ ბიულეტენს ხელმოწერა ან ბეჭედი აკლდა. ამის გამო, თორმეტივე ბიულეტენი გაბათილდა. აქედან 11–ზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იყო შემოხაზული.

კომისიის წევრებს გაფრთხილება წერილობით ეცნობებათ.


| Print |