სხვადასხვა
,,იყო შეცდომები, რაც პირველი ტურის შედეგზე აისახა" – გიორგი კოპაძე
ჩემი ხმა საქართველოს მომავალს და გამარჯვებულ ძალას მივეცი – ეს განცხადება ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა, ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

ჩემი ხმა საქართველოს მომავალს და გამარჯვებულ ძალას მივეცი – ეს განცხადება ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა, ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

გიორგი კოპაძე #28 უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რაც ქვეყნის ერთ–ერთი მიღწევაა. ,,ქართული ოცნების” კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებსაც გამოეხმაურა და მას პროვოკაცია უწოდა. გიორგი კოპაძის თქმით, პირველი ტურის შედეგი კონკრეტული შეცდომების ბრალია, რომელიც მმართველმა ძალამ, მეორე ტურისთვის გაითვალისწინა.


| Print |