Error
სხვადასხვა
სასამართლო მედიაცია (R)
ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალზე ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს შორის წარმოიშობა სხვადასხვა სახის დავები, რომელთა გადაჭრაც მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალზე ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს შორის წარმოიშობა სხვადასხვა სახის დავები, რომელთა გადაჭრაც მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.

business-handshake

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ისინი მიმართავენ სასამართლოს. სასამართლოს მიერ საქმის განხილვა საჭიროებს სხვადასხვა ხარჯებს, დროს, ნერვებს და ყოველივე ამის შემდეგაც შესაძლებელია არ დადგეს ის შედეგი, რომელიც სასურველია მხარისთვის. იშვიათი გამონაკლისების გარდა, სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ ერთი მხარე გამოდის გამარჯვებული, ხოლო მეორე დამარცხებული.

სასამართლოს გარდა დავის გადაწყვეტა შესაძლებელია მოხდეს მედიაციის მეშვეობითაც. მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, სადაც გადაწყვეტილებას იღებენ თავად მხარეები. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე შეიძლება გადაეცეს მედიატორს, დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით. საქმის მედიატორი არის ნეიტრალური, დამოუკიდებელი და სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი პირი, რომელიც ეხმარება მოდავე მხარეებს მათი ინტერესების დაახლოვებაში და ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღებაში. სასამართლოსაგან განსხვავებით, სადაც გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე, მედიაციის დროს, მედიატორი არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი, გადაწყვეტილებას იღებენ თავად მხარეები, მედიატორის დახმარებით და ხელშეწყობით.

მედიატორს ნიშნავს სასამართლო, თუმცა მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელი მედიატორის შეცვლა.

სასამართლო მედიაცია შეიძლება გავრცელდეს: საოჯახო სამართლებრივ დავებზე, გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად ცნობისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევისა; სამემკვიდრეო სამართლებრივ დავებზე; სამეზობლო სამართლებრივ დავებზე. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, მედაიციას შეიძლება გადაეცეს ნებისმიერი კატეგორიის დავა და აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე.

სასამართლოსთან შედარებით მედიაციას აქვს რამდენიმე უპირატესობა.

მედიაცია არაფორმალური პროცესია.სასამართლოში მკაცრად არის გაწერილი ყველა პროცედურა და მხარეები იძულებულნი არიან თანმიმდევრულად მიყვნენ ამ პროცედურებს და დაემორჩილონ მას. მედიაციის დროს კი, მხარეები თავად განსაზღვრავენ განსახილველი საკითხების წრეს და ისინი არ არიან შებოჭილნი სასამართლო პროცედურებით.

მედიაცია კონფიდენციალური პროცესია. სასამართლოში საქმის განხილვა როგორც წესი ხდება საჯარო სხდომაზე და ნებისმიერ პირს შეუძლია დასწრება, რითაც შესაძლებელია კონკრეტული პრობლემის და დავის შესახებ ცნობილი გახდეს მხარისთვის არასასურველი პირებისთვის. მედიაციის დროს კი, არც მედიატორს და არც მხარეს უფლება არ აქვს გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის განხორციელებისას.

მედიაცია სწრაფი პროცესია. სასამართლოში საქმის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს თვეობით ან წლობით.მედიაციის ხანგრძლივობა კი შეადგენს45 დღეს და ამ პერიოდის განმავლობაში უნდა ჩატარდეს 2 შეხვედრა მაინც. თუ 45-დღიანი ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი, მაშინ მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 45 დღით.

სასამართლო მედიაციის პროცესში დანიშნულ შეხვედრაზე, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება სასამართლო ხარჯების სრულად დაფარვა და ჯარიმა 150 ლარის ოდენობით. მორიგების მიღწევის შემთხვევაში, მედიატორი გამოიტანს განჩინებას მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.

მედიაცია იაფი პროცესია. სასამართლოში სარჩელის შეტანისას მხარე იხდის სახლემწიფო ბაჟს 3%-ის ოდენობით. მედიაციის დროს გადასახდელი ბაჟი წარმოადგენს 1%-ს, ხოლო სასამართლო მედიაციის პროცესში, დავის შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

თუ მედიაციის შედეგად მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, აღნიშნულ შეთანხმებას ამტკიცებს სასამართლო განჩინებით, რაც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მედიაციის შედეგად შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს აღნიშნული დავის გადასაწყვეტად.

Screenshot_1.png

| Print |