სხვადასხვა
საბარგო სადგურზე კანალიზაციის პრობლემის მოგვარებისათვის 1 მილიონი ლარია საჭირო
ახალციხეში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე, საკანალიზაციო სისტემის დამონტაჟებისათვის, 1 მილიონი ლარია საჭირო. როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ, სამუშაოებისათვის  პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უკვე გაკეთებულია, ამ ეტაპზე კი წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან შესაბამისი თანხების მოძიება მიმდინარეობს. ქალაქის მერი განმარტავს, რომ საბარგო სადგურის გარდა, საკანალიზაციო სისტემა ახალციხის ცენტრალურ ნაწილში მთლიანად შეიცვლება. გარდა ამისა, 2015–2016 წლებში მერია ახალციხის 18 ქუჩის სავალი ნაწილის მოწესრიგებას გეგმავს. აღნიშნულისათვის, შესაბამისი 7 პროექტი უკვე მომზადდა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაიგზავნა.

ახალციხეში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე, საკანალიზაციო სისტემის დამონტაჟებისათვის, 1 მილიონი ლარია საჭირო. როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ, სამუშაოებისათვის  პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უკვე გაკეთებულია, ამ ეტაპზე კი წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან შესაბამისი თანხების მოძიება მიმდინარეობს.

ქალაქის მერი განმარტავს, რომ საბარგო სადგურის გარდა, საკანალიზაციო სისტემა ახალციხის ცენტრალურ ნაწილში მთლიანად შეიცვლება. გარდა ამისა, 2015–2016 წლებში მერია ახალციხის 18 ქუჩის სავალი ნაწილის მოწესრიგებას გეგმავს. აღნიშნულისათვის, შესაბამისი 7 პროექტი უკვე მომზადდა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაიგზავნა. პროექტების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშოები: რაბათის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე, ივანე ახალციხელის, მესხეთის, ყოფილი კიროვის, ასევე აბის დასახლებაში, ქუთაისისა და ერევნის ქუჩებზე განხორციელდება. სამშოებისათვის, ახალციხის მერია სამინისტროდან დაახლოებით 3 მილიონამდე ლარს ითხოვს, თუმცა როგორც ქალაქის მერი განმარტავს, დაფინანსდება თუ არა პროეტები ეს მას შემდეგ გადაწყდება, რაც სამთავრობო სხდომაზე აღნშნული სამუშაობი მერიის წარმომადგენლეთა მონაწილეობით განიხილება.


| Print |