„ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის შემაჯამებელი ღონისძიებაც ახალციხეში 20 მარტს გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, სამ წლიანი მუშაობის პროცესი გაიხსენეს და საკუთარი მუშობის შედეგებზე ისაუბრეს.
მათი ინფორმაციით, პროექტში ახალციხესა და ახალქალაქიდან 700–მდე ახალგაზრდა იყო ჩართული. სტუდენტებსა და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ სამოქალაქო განათლება მიეღოთ და კიდევ უფრო მეტად გააქტიურებულიყვნენ. პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდა, იგი ქვეყნის რეგიონებში გაეროს ასოციაციამ გახორციელა. სამი წლის განმავლობაში პროექტი ქვეყნის 13 ქალაქში მიმდინარეობდა. დასკვნითი ღონისძიებები თითოეულ ქალაქში ეტაპობრივად გაიმართება.