სხვადასხვა
ქუჩების ნუმერაციის საკითხს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ
ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლებში ქუჩების ნუმერაცია და თოვლის გამო შექმნილი მდგომარეობა გზებზე – ეს და სხვა საკითხები დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოველკვირეულ თათბირზე განიხილეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, სოფლებში მისასვლელი გზები მოწესრიგებულია. ზაზა მელიქიძის თქმით, შესაბამისმა სამსახურმა ტექნიკური მარილი გზებზე დილითვე დაყარა.

ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლებში ქუჩების ნუმერაცია და თოვლის გამო შექმნილი მდგომარეობა გზებზე – ეს და სხვა საკითხები დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოველკვირეულ თათბირზე განიხილეს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, სოფლებში მისასვლელი გზები მოწესრიგებულია. ზაზა მელიქიძის თქმით, შესაბამისმა სამსახურმა ტექნიკური მარილი გზებზე დილითვე დაყარა.
რაც შეეხება ქუჩების ნუმერაციას, გამგეობის პირველი პირის განმარტებით, საკითხი ახლო მომავალში საკრებულოს სხდომაზე განიხილება. მისივე თქმით, ნუმერაციის პარალელურად, მოხდება მოსახლეობის აღრიცხვაც.


| Print |