სხვადასხვა
საკითხავი ქალებისთვის - რამდენად საშიშია შილაკის ხშირი გაკეთება
საქ­მი­ა­ნი ქა­ლის­თვის ში­ლა­კი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო აღ­მო­ჩე­ნაა, თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს კომ­ფორ­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა სუ­ლაც არ არის უსაფრ­თხო. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში კა­მა­თის სა­კი­თხია ში­ლა­კის შრო­ბის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი ულტრა­ი­ის­ფე­რი (ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში LED) ნა­თუ­რით ხდე­ბა და შე­საძ­ლოა, ის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­შიც კი აღ­მოჩ­ნდეს. ასეთ დას­კვნამ­დე მი­ვიდ­ნენ კა­ნის კი­ბოს პრობ­ლე­მებ­ზე მო­მუ­შა­ვე ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

და­ა­ვა­დე­ბის რის­კი ძა­ლი­ან მცი­რეა, თუმ­ცა სრუ­ლად მისი გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა. დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლოგების თქმით, მათ ძა­ლი­ან ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი მი­მარ­თავს, გელ-ლა­ქის ხში­რი კე­თე­ბის გამო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფრჩხი­ლე­ბით. მკურ­ნა­ლო­ბა კი არც ისე მარ­ტი­ვია, საკ­მა­ოდ დიდ დრო­სა და ხარ­ჯებს მო­ი­თხოვს. ფრჩხილს რომ აზი­ა­ნებს, ფაქ­ტია, იწ­ვევს ონი­ქო­დის­ტრო­ფი­ას. ფრჩხი­ლის ანა­ტო­მი­ის დარ­ღვე­ვას და მე­ქა­ნი­კურ და­ზი­ა­ნე­ბას. არიან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ ონი­ქო­დის­ტრო­ფია და ში­ლა­კის ფონ­ზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფრჩხი­ლე­ბი, რა დროსაც ად­ვი­ლად ჩნდე­ბა სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბაც. ამ დროს ფრჩხი­ლის ქსო­ვი­ლი დაშ­ლი­ლია, არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია და მარ­ტი­ვად შეღ­წე­ვა­დია სპო­რე­ბის­თვის.
სპეცილისტების თქმით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფრჩხი­ლე­ბით მისულ პაციენტებს ში­ლა­კის გა­კე­თე­ბას უკრძალავენ, რაც შე­ე­ხე­ბა სიხ­ში­რეს, თუ ფრჩხი­ლი იტანს, ამბობენ, რომ შილაკი შე­იძ­ლე­ბა ექვს თვე­ში ერთხელ გა­კეთ­დეს. ში­ლაკ­ი გარ­და იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა, ფრჩხი­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი გახ­დეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბი­სას დის­კომ­ფორ­ტსაც ქ­მნის.
| Print |