სხვადასხვა
საცხობი, რომელიც საბაშვო ბაღებს პურით ამარაგებს, ამ დრომდე არ შემოწმებულა
სკოლამდელი აღზრდის დაწესბეულება და  თაგვისგან დაბინძურებული პური, რომლითაც მცირეწლოვნები იკვებებიან– 26 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე  სურსათის ეროვნული სააგენტო ინსპექტირებას რამდენიმე დღეში მოახდენს. მანამდე  კი საბავშვო ბაღები  კვლავ იმავე ფურნეში გამომცხვარი პურით მარაგდება. ახალციხის #5–ე საბავშვო ბაღში, დილით პური კვლავ ინდმეწარმე ანდრანი მანუკიანის  საცხობიდან შეიტანეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მენეჯერი, რომელმაც 26 ნოემბერს საკვებ პურში თაგვისგან დატოვებული ანტისანიტარული ნარჩენი თავად ნახა, მიიჩნევს, რომ ფაქტის შემდეგ საცხობში თვითკონტროლი უნდა გამკაცრებულიყო. ნინო ბაღდოშვილი ამბობს, რომ პურის დაბინძურება  ფურნეში არსებულმა არაჰიგიენურმა პირობებმა გამოიწვია. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ამ დრომდე ბაღში არ დაფიქსირებულა, თუმცა ფაქტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში აღარ განმეორდეს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესბეულება და  თაგვისგან დაბინძურებული პური, რომლითაც მცირეწლოვნები იკვებებიან– 26 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე  სურსათის ეროვნული სააგენტო ინსპექტირებას რამდენიმე დღეში მოახდენს. მანამდე  კი საბავშვო ბაღები  კვლავ იმავე ფურნეში გამომცხვარი პურით მარაგდება.

ახალციხის #5–ე საბავშვო ბაღში, დილით პური კვლავ ინდმეწარმე ანდრანი მანუკიანის  საცხობიდან შეიტანეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მენეჯერი, რომელმაც 26 ნოემბერს საკვებ პურში თაგვისგან დატოვებული ანტისანიტარული ნარჩენი თავად ნახა, მიიჩნევს, რომ ფაქტის შემდეგ საცხობში თვითკონტროლი უნდა გამკაცრებულიყო. ნინო ბაღდოშვილი ამბობს, რომ პურის დაბინძურება  ფურნეში არსებულმა არაჰიგიენურმა პირობებმა გამოიწვია. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ამ დრომდე ბაღში არ დაფიქსირებულა, თუმცა ფაქტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში აღარ განმეორდეს.

ინდმეწარმე ანდრანი მანუკიანის საცხობი პურით, #5-ე საბავშვო ბაღის გარდა, ქალაქის კიდევ 5 სკოლამდელ აღზრდის დაწესბეულებას ამარაგებს. მცხობელი, რუსუდან სუდაძე პურის დაბინძურების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ფურნეში სანიტარული პირობები მაქსიმალურად დაცულია და მსგავსი შემთხვევა გამორიცხულია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველო #5-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტზე ინსპექტირების ჩატარებას გეგმავს. სამმართველოს უფროსი, ლია ბექაური განმარტავს, რომ უახლოეს დღეებში საცხობში არსებული ჰიგიენური პირობები შემოწმდება. რაც შეეხება საბავშვო ბაღს, მისივე თქმით,  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები რეგულარულად კონტროლდება და ამ დრომდე პურში რაიმე სახის ნარჩენი არ აღმოჩენილა.

საცხობებში არსებულ პირობებსა და დაწესებულებების პურით მომარაგებისას არაჰიგიენურ ნორმებზე  საუბრობს ასოციაცია ,,სეას“ ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის დირექტორი. ეთერ ხმალაძე ამბობს, რომ პურის მომარაგების  კუთხით, ბევრი მოუწესრიგებელი რგოლია. მისი თქმით, უნდა გამკაცრდეს კონტროლი, თუ რა პირობებში მარაგდება საკვებით საბავშვო ბაღი და რა გზით გადააქვთ საცხობიდან პური ობიექტამდე, რათა დაბინძურება სხვა ფაქტორებმაც არ გამოიწვიოს.

პურში აღმოჩენილ ანტისანიტარულ ნარჩენებსა და ბავშვების უსაფრთხოებაზე საუბრობენ ახალციხის მაცხოვრებლები. მათი თქმით, აუცილებელია ფაქტს სამართალდამცავთაგან რეაგირება მოჰყვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მცირეწლოვანთა უსაფრთხოებისათვის აუცილებელია კონტროლის მექანიზმები ბაღებში კიდევ უფრო გამკაცრდეს.

ახალციხის #5-ე საბავშვო ბაღში, მღრღნელების მიერ ანტისანიტარული ნარჩენებისგან დაბინძურებული  პური 26 ნოემბერს,  სადილის დროს აღმოაჩინეს. დაწესებულების მენეჯერმა, ნინო ბაღდოშვილმა საკვებად გამოუყენებელი პური მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის პირებს აჩვენა.  მომხდარის თაობაზე მათ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს აცნობეს.


| Print |