საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დირექტორობის
კანდიდატთა სია გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული
კანდიდატები ასარჩევად სამეურვეო საბჭოებს წარედგინებათ.
ახალციხის #1–ელი საჯარო სკოლა – ჟუჟუნა გოგოლაური;
ახალციხის #2–ე საჯარო სკოლა – ბელა დიასამიძე;
ახალციხის #5–ე საჯარო სკოლა – ინგა ვარდიძე;
ახალციხის #6–ე საჯარო სკოლა გივი კაპანაძე და ქეთევან
პარუნაშვილი;
გარდა ამისა, სამინისტრომ ადიგენის, ასპინძის და ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრებს დაქვემდებარებულ საჯარო სკოლებში წარდგენილი კანდიდატების სიაც გამოაქყვეყნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება #1316, ბრძანება #1317 და ბრძანება# 1318 მიმდინარე წლის 26 ნოემბრით თარიღდება.
ბრძანება შესაძლებელია გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში.