რეგიონი
რუსები უკრაინას 111 დრონით და ბალისტიკური რაკეტით დაესხნენ თავს
რუსებმა 30 მარტის ღამეს უკრაინის ტერიტორიაზე იერიში ბალისტიკური რაკეტით და Shahed-ისა და სხვა ტიპის 111 დრონით მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 65 დრონი ჩამოაგდეს, 35 კი - დაიკარგა.

რუსებმა რაკეტა როსტოვის ოლქიდან დაუშვეს, დრონები კი - მილეროვოდან, კურსკიდან, ბრიანსკიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან.

უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება დადასტურდა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და ცენტრალურ ნაწილში.

თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, სუმის, ოდესის და დონეცკის ოლქები.
| Print |