<a ასპინძის
მუნიციპალიტეტის გამგებელი, 21 თებერვალს ტარიელ ლონდარიძის
პარლამენტში გამოსვლას გამოსვლას გამოეხმაურა.
“კითხვა მაქვს ბატონ ტარიელ ლონდარიძესთან თუ აქვს ინფორმაცია როდის
გაკეთდა წყალი ასპინძის რაიონში და რამდენი დაიხარჯა, ან რა ქვია მის
საქციელს რაშიც მან მუნიციპალიტეტი დადანაშაულა”_წერს ლევან ცაბაძე
ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო
ორგანოში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილს გამოსვლა შეაფასა და
ყურადღება ასპინძის პრობლემებზე გაამახვილა.
არაერთხელ მივმართე საქართველოს მთავრობას საქართველოს პარლამენტის
ტრიბუნიდან ასპინძის რაიონის სოფლების საროსა და ხიზაბავრის პრობლემის
შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სოფლებში დასრულებულია
ტექნიკური სამუშაოები თითქმის ორი წელია ვერ მოხერხდა
მოსახლეობისათვის გაზის მიწოდება.
ამ მდგომარეობას დაემატა სასმელი წყალის პრობლემაც. უკვე ორი თვეა
ასპინძის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი მარაგდება სახანძრო
მანქანის საშუალებით.
ვინაიდან აღნიშნული პრობლემები ვერ მოაგვარა ვერც ადგილობრივმა და
ვერც ცენტრალურმა მთავრობამ, იძულებული გავხდი მიმემართა საქართველოს
პრეზიდენტისათვის– განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ და პრეზიდენტს
პრობლემის პირად კონტროლზე აყვანისაკენ მოუწოდა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში წყალთან დააკავშირებულ პრობლემაზე,
ტელეკომპანია ,,მეცხრე არხმა” სიუჟეტი იანვრის თვეში მომზადა,
რომელსაც გთავაზობთ: http://youtu.be/8EiHKo5u6Cs