ბლოკმა ,,თოფაძე მრეწველები–ჩვენი სამშობლო“ მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა
ბლოკმა ,,თოფაძე მრეწველები–ჩვენი სამშობლო,“ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა. ტარიელ ხაჩიძე ამომრჩევლებს ბლოკის საბჭოს წევრმა წარუდგინა.

ბლოკმა ,,თოფაძე მრეწველები–ჩვენი სამშობლო,“ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა. ტარიელ ხაჩიძე ამომრჩევლებს ბლოკის საბჭოს წევრმა წარუდგინა.

კანდიდატი ამბობს, რომ ახალციხე–ადიგენის მოსახლეობასა და პრობლემებს კარგად იცნობს, რაც გამარჯვებაში დაეხმარება.

მოსახლეობასთან შეხვედრისას აქცენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და სავაჭრო ურთიერთობებზე გააკეთეს. პარტიის წევრების თქმით, მათი პოლიტიკური გაგმები, მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, ამიტომ მთავარ მიზნად, რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვთ დასახული.

ბლოკის წევრებს ქვეყნის განვითარების ერთადერთ გზად, მეზობელ ქვეყანასთან პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება მიაჩნიათ.


| Print |