,,დაიცავით ჩემი ოჯახის უსაფრთოება“ – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
დაიცავით ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთოება – ამ სიტყვებით დაიწყო საგანგებო ბრიფინგი ახალციხე–ადიგენის ოლქში ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

დაიცავით ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთოება – ამ სიტყვებით დაიწყო საგანგებო ბრიფინგი ახალციხე–ადიგენის ოლქში ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

გოდერძი კუბლაშვილი ახალციხის მედიაცენტრში ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ მის მეუღლესა და შვილებს საფრთხე უვე მეორედ დაემუქრათ. კუბლაშვილი თვლის, რომ ორივე  შემთხვევა მის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება, რადგან მის კანდიდატურას, ყველა სუბიექტი სერიოზულ კონკურენტად აღიქვამს.

გოდერძი კუბლაშვილმა შემთხვევის დეტალებზე არ ისაუბრა და განაცხადა, რომ მზადაა ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფრისს, ვახტანგ გომელაურს მიაწოდოს. მაჟორიტარმა კანდიდატმა ისიც აღნიშნა, რომ ზეწოლის გამო, ყველა შემომწირველმა, ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა.


| Print |