Error
ახალციხის მერმა თანამდებობა დატოვა – ინიშნება არჩევნები
ქალაქ ახალციხის მერმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. გიორგი კოპაძის განცხადება საკრებულომ განიხილა და მიიღო.

ქალაქ ახალციხის მერმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. გიორგი კოპაძის განცხადება საკრებულომ განიხილა და მიიღო.

Sequence 02.00_08_09_19.Still001.jpg

კოპაძის გადაწყვეტილება დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ გააცნო. დავით ლომიძემ მისი მუშაობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებზე ისაუბრა.

“გიორგი კოპაძე ნამდვილად წარმატებული მერი იყო” – აღნიშნა “ფრაქცია – ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მიქელაძემ.

დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ახალი ვიცე მერი წარუდგინა. ილია ზარდიაშვილმა 9 აგვისტოს თანამდებობაზე ზაზა თამარაშვილი ჩაანაცვლა.

გიორგი კოპაძის თქმით, მალე გადაწყდება არჩევნების თარიღიც, სადაც არ არის გამორიცხული მერობის კანდიდატის პოზიციაზე ილია ზარდიაშვილი დასახელდეს, მანამდე კი იგი ქალაქის პირველი პირის მოვალეობას შეასრულებს.

ყოფილი მერი არც იმას გამორიცხავს, რომ შუალედური არჩევნებიც 8 ოქტომბერს ჩატარდეს.

თიკო კურტანიძე

 

| Print |