სხვადასხვა
სკოლების უმეტესობაში ისევ შეშის ღუმელით თბებიან (ვიდეო)
სოფელ წნისის სკოლაში ღუმელი უამინდობის დროს არ ინთება. მასწავლებლები ამბობენ, რომ გათბობის ერთადერთი საშუალება ქარის დროს კვამლავს და
იძულებულნი არიან, კლასი დაცალონ.

სოფელ წნისის სკოლაში ღუმელი უამინდობის დროს არ ინთება. მასწავლებლები ამბობენ, რომ გათბობის ერთადერთი საშუალება ქარის დროს კვამლავს და იძულებულნი არიან, კლასი დაცალონ.


დოდო გოგლაძე ცხრა საკლასო ოთახსა და სამასწავლებლოში ღუმელს დილით, ადრევე ანთებს.


შეშის ღუმელებით ძირითადად, სოფლის სკოლები თბება. წნისის სკოლაში, სადაც 37 მოსწავლე ირიცხება, ღუმელს დაახლოებით, 6 თვე ანთებენ. სოფელში გაზიფიცირებას ელიან, რაც სკოლის შენობის გათბობის საკითხს, მარტივად გადაჭრის.


სკოლებში, შეშის ღუმელით გათბობაზე უფრო დიდ პრობლემებს ხედავენ სამოქალაქო სექტორში. თამუნა კაპანაძე ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველ რიგში ინფრასტრუქტურის, სველი წერტილებისა და წყლის პრობლემები უნდა გადაიჭრას.


ქალაქ ახალციხესა და ახალციხის მუნიციპალიტეტში, 38 საჯარო სკოლაა. რესურსცენტრში აღნიშნულზე საუბარი არ ისურვეს, თუმცა აღნიშნეს, რომ უმეტეს მათგანში მოსწავლეები შეშის ღუმელებით თბებიან.

| Print |