ახალციხეში ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ადგილობრივებისთვის ახალგაზრდა მომღერლებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმაც იმღერეს.
კონცერტის კულმინაცია პროექტ ნიჭიერის გამარჯვებული ვანო ფიფია იყო, რომელმაც ახალციხელებისთვის სამი სიმღერა შეასრულა.
საქველმოქმედო კონცერტს ორგანიზება „დახმარებისა და ინტეგრირების ლიგამ“ გაუწია. ორგანიზაციამ ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად აქცია–კონცერტი ახალციხეში უკვე მეათედ გამართა.
ღონისძიების პარალელურად ახალციხეში მცხოვრებ 15 ოჯახს ტკბილეულის სახით სასაჩუქრე პაკეტი გადაეცა.
საქველმოქმედო კონცერტის ბილეთი 5 ლარი ღირდა. ღონისძიებიდან შესული თანხა ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე ბავშვებს მოხმარდება.
„დახმარებისა და ინტეგრირების ლიგა“ ახალცხის შემდეგ აქცია–კონცერტს სხვა ქალაქებშიც გამართავს.