Error
სხვადასხვა
სახალხო დამცველი მართლმადიდებელ მოსახლეობას სოფელ მოხეში ხვდება
უჩა ნანუაშვილი სოფელ მოხეშია. სახალხო დამცველი მიმდებარე თორმეტი სოფლის მართლმადიდებელ თემს ხვდება.

უჩა ნანუაშვილი სოფელ მოხეშია. სახალხო დამცველი მიმდებარე თორმეტი სოფლის მართლმადიდებელ თემს ხვდება.

15399024_569301949927023_2057866434_o

მასთან შეხვედრა, ადგილობრივებმა თავად ითხოვეს. მოსახლეობის ამ ნაწილის თქმით, მართლმადიდებლები მიმდებარე სოფლებში უმცირესობას წარმოადგენენ და მათი უფლებები მუდმივად იზღუდება. საუბრის მთავარი თემა, სადავო შენობის საკითხია. მართლმადიდებლები ამბობენ, რომ აღნიშნული ნაგებობის დათმობას არ აპირებენ. უჩა ნანუაშვილმა მიიჩნევს, რომ  მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დადგენა, აუცილებლობას წარმოადგენს.

მართლმადიდებლებთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველი მუსლიმ მოსახლეობას შეხვდება და მათ პრობლემებს მოისმენს. უჩა ნანუაშვილი უკვე იმყოფებოდა სოფელ ჭელაში, სადაც ადგილობრივ მუსლიმებს შეხვდა.

| Print |