სხვადასხვა
დავით ბაქრაძე სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დღეს სამცხე–ჯავახეთს ეწვია. დავით ბაქრაძემ, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. ევროპის დღეების ფარგლებში, მინისტრის შეხვედრის მთავარი თემა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი იყო. ბაქრაძე შეხვდა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს, მეუფე თეოდორესაც.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დღეს სამცხე–ჯავახეთს ეწვია. დავით ბაქრაძემ, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. ევროპის დღეების ფარგლებში, მინისტრის შეხვედრის მთავარი თემა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი იყო.

ბაქრაძე შეხვდა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს, მეუფე თეოდორესაც. სახელმწიფო მინისტრმა და ეპარქიის სასულიერო პირებმა ევროინტეგრაციის პროცესში მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


| Print |