სხვადასხვა
იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა
ირინა კაპანაძე ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან ერთად, პროდუქტზე გაზრდილ ფასებზე ჩივის. მის მსგავსად, ადგილობრივები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება სურსათსა და იმპორტირებულ პროდუქციაზე უკვე აისახა.

მოსახლეობა ვარაუდობს, რომ პროდუქტი წინასაახალწლო დღეებში კიდევ უფრო გაძვირდება.

ახალციხის სავაჭრო ცენტრში, მოვაჭრეები მყიდველთა ნაკლებობაზე ჩივიან. მათი თქმით, ლარის გაუფასურების შემდეგ, მცირედით გაძვირდა იმპორტირებული პროდუქცია, ადგილობრივ ხილ–ბოსტნეულზე ფასი არ შეცვლილა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურება, შიდა და გარე ფაქტორებმა განაპირობა – ამბობენ ექსპერტები. სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნავთობპროდუქტების გაძვირება, სურსათის კონკრეტულ სახეობებზე, ფასის ზრდას გამოიწვევს.

2017 წლის იანვრიდან, თამქაქოსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა დააანონსა საქართველოს ხელისუფლებამ. ექსპერტები ამბობენ, რომ აღნიშნული ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთია, რაც პროდუქტების გაძვირებაზე გავლენას იქონიებს.

| Print |