სპორტი
სამცხე–ჯავახეთში ჭადრაკის მწვრთნელები გადაამზადეს
ჭადრაკის მწვრთნელებს სასწავლო სემინარები ჩაუტარდათ.

ტრენინგები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პროექტის „ჭადრაკი რეგიონში“ ფარგლებში გაიმართა.
სემინარის მიზანი მწვრთნელებისთვის მუშაობის ახალი მეთოდოლოგიის გაცნობაა. ტრენერმა აქცენტი ბავშვებთან მუშაობის გზებზე გააკეთა.
რვადღიან ტრენინგს მოჭადრაკეები სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ. ტრენინგებს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა უძღვებოდა.
მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა მეორე წელია ხორციელდება.

| Print |