სპორტი
მაგიდის ჩოგბურთში სკოლებს შორის ფინალური შეხვედრა გაიმართა
ახალციხის სასპორტო სკოლაში, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“- ის ფარგლებში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, მაგიდის ჩოგბურთში თამაშები გაიმართა.

რეგიონის პირველობისათვის სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდნენ.

თამაშები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. პირველი ადგილი გოგონებში ასპინძის გუნდმა დაიკავა, მეორეზე ადიგენის გუნდი გავიდა. რაც შეეხება ვაჟებს, აქ პირველ ადგილზე ახალქალაქის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი კი ასპინძის გუნდს ხვდა წილად.

გამარჯვებული გუნდები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასული გუნდები კი ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

თამაშებს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.

| Print |