სპორტი
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019
ახალციხის სასპორტო სკოლაში, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“- ის ფარგლებში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, ფრენბურთში თამაშები გაიმართა.

რეგიონის პირველობისათვის სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდნენ.

თამაშები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. პირველი ადგილი გოგონებში ასპინძის გუნდმა დაიკავა, მეორეზე – ბორჯომის გუნდი გავიდა.



რაც შეეხება ვაჟებს, აქ პირველ ადგილზე ახალქალაქის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი კი ადიგენის გუნდს ხვდა წილად.

გამარჯვებული გუნდები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასული გუნდები კი ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.



თამაშებს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.

წყარო: ახალციხის მერია
| Print |